Flag 0Flag 1

ოქტომბერი 20, 2026

ალტე უნივერსიტეტი ICEF China 2026-ზე

ალტე უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაში ICEF China 2026.
 

კონფერენციას ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი, და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ მუმლაძე, ესწრებოდნენ.
 

ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების, ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ალტე უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მიღებასა და მათი საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.
 

ICEF China საერთაშორისო განათლების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და პარტნიორული პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტების რეკრუტირების სპეციალისტებსა და საგანმანათლებლო სააგენტოებს აერთიანებს. კონფერენცია ხელს უწყობს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, ბაზრის ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საერთაშორისო სტუდენტური მობილობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.
 

ალტე უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების გზით, აგრძელებს სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას, საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და მათი საერთაშორისო წარმატების მხარდაჭერას.
 

ალტე უნივერსიტეტი ICEF China 2026-ზე