30 ივნისს ალტე უნივერსიტეტი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) წევრი კომპანიების საჯარო ფორუმს უმასპინძლებს.
შეხვედრის მიზანია აკადემიურ სივრცეში მრავალმხრივი დიალოგის წახალისება და მდგრადი განვითარების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიება ღია დისკუსიის ფორმატში გაიმართება, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მაია მელიქიძე, გაუძღვება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
🔹 ნინო გადელია - Shine Energy-ის დამფუძნებელი;
🔹 ეთუნა თაბუნიძე - „ლუქსონ ფაუერის“ ადმინისტრაციული და საოპერაციო მენეჯერი;
🔹 ირინა ქომეთიანი - GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი;
🔹 მატა გორდეზიანი - GREDA-ს პროექტების მენეჯერი;
🔹 გარიკ თეიმურაზიანი - GREDA-ს კვლევებისა და განვითარების მენეჯერი;
🔹 ნინო ტაბატაძე - Photomate Caucasus-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ განახლებადი ენერგიის სექტორის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს, კომპანიების ESG და SDG სტრატეგიებს, კერძო სექტორის როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ასევე მწვანე ეკონომიკისა და ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის მიმდინარე პროექტებს, სამომავლო განვითარების გეგმებსა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადის ლოკალური ეტაპის მასპინძელი ალტე უნივერსიტეტია, ხოლო ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) გახდა.
მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაზიარებასა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/pLeFI

