Flag 0Flag 1
logo

ივნისი 11, 2025

ალტე უნივერსიტეტი Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის პარტნიორია

ალტე უნივერსიტეტი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის პარტნიორია!

 

ღონისძიება 20-22 ივნისს გაიმართება და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს.

 

20 ივნისს, ღონისძიების მეორე დღის ერთ-ერთი მასპინძელი ალტე უნივერსიტეტი იქნება. უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება შეხვედრების სერია თემაზე: “Innovations Beyond Banking“, რომელსაც საქართველოს ფინტექ ასოციაცია უხელმძღვანელებს.

 

ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადია. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მაგალითებზე, ახალ ინოვაციებსა და წარმატებული კოლაბორაციის საჭიროებებზე - ძლიერი ფინანსური ეკოსისტემის შესაქმნელად.

 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები - https://lu.ma/yhhodpxc

 

  •  20 ივნისი | 17:00 საათი
  •  ალტე უნივერსიტეტის კამპუსი