logo

ივნისი 03, 2025

ალტე უნივერსიტეტის BOOTCAMP #5 - პუბლიკაციის გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში

ალტე უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს კიდევ ერთ BOOTCAMP-ზე - „პუბლიკაციის გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში სოციალური გავლენის გასაძლიერებლად“. 
 


შეხვედრას გაუძღვება დოქტორი - Kristīne Užule, მეწარმეობის ასოცირებული პროფესორი და წამყვანი მკვლევარი EKA University of Applied Sciences-დან (ლატვია), რომელიც Social Impact Research Group-ის ხელმძღვანელია.

 

სასწავლო სესია განკუთვნილია უნივერსიტეტების ლექტორებისთვის, მკვლევრებისთვის, აკადემიური სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისა და აღნიშნული სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა რეცენზირებად ჟურნალებში პუბლიკაციის სტრატეგიებისა და მათი სოციალურ მნიშვნელობის შესახებ.

 

ბუთქემფის ფარგლებში განსახილველი თემები:

  • აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა და წერის ტექნიკა;
  • რეცენზირების პროცესი და ჟურნალის შერჩევის სტრატეგია;
  • ეთიკური ასპექტები, ავტორობა და სამეცნიერო ინტეგრიტეტი;
  • სოციალური ზეგავლენის შექმნა და შეფასება აკადემიური პუბლიკაციების მეშვეობით.
     

ღონისძიების ჩატარების დრო:

  • 10 ივნისი
  • 16:00–18:00 (საქართველოს დროით)
  • ფორმატი: ONLINE (MS Teams)



მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბმულის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/HFY7W 
 

ალტე უნივერსიტეტის BOOTCAMP #5 - პუბლიკაციის გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში