ალტე უნივერსიტეტი GITA-ს მასშტაბურ საუნივერსიტეტო კონკურსს UNI4VERSE უერთდება!
წლევანდელი პროექტის მთავარი თემაა FINEDU - ფინანსური განათლება. კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით ტარდება.
კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტები 34 უნივერსიტეტიდან ერთვებიან.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეიქმნას გუნდი (2-4 სტუდენტი + 1 მენტორი) და აირჩიოთ 5 გამოწვევიდან ერთ-ერთი და შექმნა ინოვაციური სტარტაპ-გადაწყვეტა:
- ფინანსური სერვისების ინტეგრაცია;
- ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა;
- ფინანსური უსაფრთხოება და კიბერ-თაღლითობა;
- ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა;
- მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირება.
რატომ უნდა ჩაერთოთ?
- პირველადგილოსანი გუნდი გაემგზავრება WEB SUMMIT-ზე!
- 20,000 ლარიან გრანტი;
- ფინალისტებს ელოდებათ AI/ML, Software Dev-ისა და მეწარმეობის ტრენინგები, მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში!
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს?
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (17+ წლის, ნებისმიერი ფაკულტეტი).
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი.
- დარეგისტრირდი: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
პროექტს ახორციელებს Innovative Education Foundation, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
