Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 28, 2026

ალტე უნივერსიტეტი Gdańsk-ის უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობდა

ალტე უნივერსიტეტმა Gdańsk-ის უნივერსიტეტის დელეგაციას, ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა, ვიზიტის მიზანი, უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება იყო.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს აკადემიური მობილობის განვითარების პერსპექტივები, კვლევითი პრიორიტეტები და SEA-EU Alliance-ის ფარგლებში არსებული სტრატეგიული შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინტეგრირებას სასწავლო პროგრამებში, კვლევის პასუხისმგებლიანი შეფასების ევროპულ ჩარჩოს — CoARA-ს, საერთო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გამოყენებასა და კვლევაში HR Excellence-ის სტანდარტების დანერგვას.

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

ვიზიტი დასრულდა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმებით, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება. აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს ალტე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

university-of-gdansk-is-delegatsia-alte-universitetshiuniversity-of-gdansk-is-delegatsia-alte-universitetshiალტე უნივერსიტეტი Gdańsk-ის უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობდა