Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 07, 2021

ალტე უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრია

ალტე უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ AMEE აერთიანებს 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და მეცნიერებს. იგი ქმნის ერთიან პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ დაინტერესებულ პირს, მიიღოს სასურველი ინფორმაცია მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს თაობაზე, ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში.