ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე, ევროპის სამართლის სკოლების წარმომადგენელეთა (ELFA) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
ღონისძიება 23-25 აპრილს, ქ.სოფიაში ჩატარდა და ეძღვნებოდა თემას: “ELFA-ს 30 წელი: იურიდიული განათლება ტრადიციებსა და თანამედროვეობის გზაგასაყარზე“. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ასოციაციის წევრი 2024 წელს გახდა და პირველად ჰქონდა შესაძლებლობა, ELFA-ს საერთაშორისო კონფერენციაზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით, საკუთარი თავი წარმოეჩინა.
ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA), 1995 წელს ლუვენში დაარსდა და ამჟამად 150-ზე მეტ წევრს აერთიანებს მსოფლიოს 49 ქვეყნიდან. ის წარმოადგენს უნიკალურ საერთაშორისო ფორუმს, რომელიც სამართლებრივი განათლებისა და კვლევების მიმართულებით აკადემიური და პროფესიული დისკუსიების წამყვანი პლატფორმაა.
