ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი, მარიამ ხორავა, დუბაიში გამართულ 2025 წლის სემინარს დაესწრო, რომელიც Med Educare Marketing Management-ის მიერ იყო ორგანიზებული. სემინარის მთავარი მიზანი დაინტერესებული პირთათვის საქართველოში სწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
მარიამს ჰქონდა შესაძლებლობა, გასაუბრებოდა მომავალ სტუდენტებს, მათ მშობლებსა და აკადემიურ მრჩევლებს. მისი პრეზენტაცია ეხებოდა ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებს, მიღების პროცედურებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტებს.
მარიამმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ პერსპექტივებსა და იმ უპირატესობებზე, რაც საერთაშორისო სტუდენტებს საქართველოში დახვდებათ.