Flag 0Flag 1
logo

მაისი 29, 2023

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ.

ამჯერად, ტორ ვერტაგას უნივერსიტეტს ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პროექტში ჩართულმა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება,ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ასევე, ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს რომის ტორ ვერგატას ბიზნესის სკოლის დეკანსა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან.

აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ სტუდენტს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მისცემს საზღვარგარეთ სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

ალტე უნივერსიტეტი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ