კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ალტე უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-თან, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს ინდუსტრიაზე მორგებულ, სრულ HR სერვისებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარე აკადემიური წლის განმავლობაში, დაგეგმილია არაერთი პრაქტიკული პროექტისა და ინიციატივის განხორციელება, რომელიც სტუდენტებს, აბიტურიენტებსა და პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს დაეხმარება კარიერული არჩევანის გაკეთებაში.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს One Point-ის კარიერული განვითარების პლატფორმაზე ხელმისაწვდომობას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას:
- გაწევრიანდნენ კომპანიის ტალანტების ბაზაში;
- გახდნენ პოტენციური კანდიდატები პერსპექტიულ პოზიციებზე;
- მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები.
ალტე უნივერსიტეტი One Point-თან პარტნიორობით აგრძელებს სტუდენტებზე ორიენტირებული ეკოსისტემის განვითარებას, რომლის მიზანია თანამედროვე, ხარისხიანი განათლების დაკავშირება გლობალურ კარიერულ შესაძლებლობებთან.
