Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 07, 2024

ალტე უნივერსიტეტი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე კონკურსს აცხადებს

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შემოიტანონ Erasmus+-ისა და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებზე. Erasmus+ პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას როგორც სწავლების, ისე ყოველთვიური სტიპენდიისა და სამგზავრო ხარჯების ფარგლებში. 2025 წლის გახაფხულის სემესტრისთვის (1 სემესტრით), გაცვლით პროგრამებზე მიღება ცხადდება ევროპის 3 უნივერსიტეტში:

 

  1. Pomeranian University in Słupsk, პოლონეთი [Erasmus+]
    სწავლის სფეროების ჩამონათვალი: მედიცინა, სამართალი, მენეჯმენტი და ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი;
    ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების წინასწარი ჩამონათვალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის იხ. ბმულზე.

  2. University of Rome Tor Vergata, იტალია [Erasmus+]
    სწავლის სფეროების ჩამონათვალი: კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი, მედიცინა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
    ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის იხ. ბმულზე.

  3. Vilniaus kolegija – VIKO, ლიეტუვა* [ბილატერალური - სტუდენტის სწავლის ხარჯები დაფარულია მასპინძელი მხარის მიერ, თუმცა, სტუდენტს დასჭირდება თანადაფინანსება საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად, მგზავრობის დაფინანსების მიზნით მიმართეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს]
    სწავლის სფეროების ჩამონათვალი: კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
    ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი საბაკალავრო პროგრამებისთვის იხ. ბმულზე.

     

ალტე უნივერსიტეტის მიერ გაცვლით პროგრამაზე მონაწილეობისათვის წარდგენილ კანდიდატს საბოლოოდ ამტკიცებს მასპინძელი პარტნიორი უნივერსიტეტი, რომელთანაც სტუდენტის ჩართულობით ფორმდება სასწავლო შეთანხმება (learning agreement) გაცვლით სემესტრში გასავლელი სასწავლო კურსებისა და კრედიტების ჩამონათვალით, რაც ამარტივებს უცხოეთში მიღებული ECTS კრედტების საქართველოში აღიარებას.

 

 

როდის არის დედლაინი?

 

Erasmus+ პროგრამისათვის სტუდენტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 14 ნოემბრამდე, ბილატერალური გაცვლისათვის (VIKO*) – 6 ნოემბრის ჩათვლით.

 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს სულ მცირე 60 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე სულ მცირე 30 ECTS კრედიტი და 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი მისთვის არ იქნება სწავლების საფეხურის ბოლო აკადემიური სემესტრი. სტუდენტის აკადემიური მოსწრების საშუალო მაშვენებელი (GPA) არ უნდა იყოს 2.5-ზე ნაკლები.

 

 

რას მოიცავს სააპლიკაციო განაცხადი?

 

სტუდენტმა სააპლიკაციო განაცხადში უნდა წარმოადგინოს:

ა) 1 რეკომენდაციის წერილი შესაბამისი სკოლიდან (აკადემიური პერსონალის წევრისგან, რომელთანაც გაიარეთ 1 საგანი მაინც),

ბ) სამოტივაციო განაცხადი (1 გვერდი - რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა? რომელი საგნების გავლა გსურთ შერჩეულ უნივერსიტეტში? რა ხასიათის გავლენა ექნება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას თქვენს განვითარებაზე? როგორ გადასცემთ მიღებულ ცოდნასა და უნარებს მშობლიურ უნივერსიტეტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ?),

გ) რეზიუმე/CV,

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,

ე) გავლილი სასწავლო კურსების ტრანსკრიპტი

ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე (PDF ფაილებად).

 

სტუდენტს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B1 დონეზე. აღნიშნული შესაძლოა დადასტურდეს საერთაშორისოდ აღიარებული ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესტის შედეგების წარმოდგენით, ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის სასწავლო კურსების (B1.2-ის ჩათვლით) გავლის შემთხვევაში ან ინგლისურ ენაზე აქამდე გავლილი საგნების (მინ. 20 ECTS კრედიტი) გათვალისწინებით ან შიდაინსტიტუციური გამოცდის საშუალებით.

 

*შენიშვნა: VIKO-ს შემთხვევაში, საკმარისია სააპლიკაციო განაცხადში რეკომენდატორის ვინაობის მითითება, ხოლო ენის ტესტის შედეგების არ ქონის შემთხვევაში მის ენობრივ კომპეტენციას შეაფასებს შესარჩევი კომისია.

 

 

როგორ შეაფასებს შესაბამისი კომისია განაცხადს?

 

განაცხადი ფასდება შემდეგი ქულობრივი გადანაწილებით: აკადემიური მოსწრება - 25 ქულა, რეზიუმე - 15 ქულა, მოტივაცია - 10 ქულა, რეკომენდაცია - 10 ქულა, ენობრივი კომპეტენცია - 20 ქულა, გასაუბრება - 20 ქულა (ჯამში 100 ქულა).

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

Erasmus+:

განაცხადის წარდგენა - 12 ნოემბრამდე

განაცხადების გადარჩევა - 12-14 ნოემბერი

ენის კომპეტენციის დადასტურება (საჭიროების შემთხვევაში) – 15-18 ნოემბერი

შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება - 18-21 ნოემბერი

აპლიკანტის ნომინირება - 22-27 ნოემბერი

 

Viko:

განაცხადის წარდგენა - 6 ნოემბრის ჩათვლით

შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება - 7 ნოემბერი

აპლიკანტის ნომინირება - 8 ნოემბერი

 

 

განაცხადის წარდგენა:

 

სტუდენტმა გაცვლით პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში თანდართული განაცხადის ფორმა შესაბამისი დანართებით უნდა წარადგინოს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში შემდეგ მეილზე გაგზავნით - international@alte.edu.ge და თემის/subject ნაწილში შემდეგი ტექსტის მითითებით: „Exchange Program Application“.

 

გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ ერასმუს+ პროგრამები ინკლუზიურია და აძლევს შესაძლებლობებს ყველა სტუდენტს, მიუხედავად მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ბექგრაუნდისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შერჩევის პროცესში, აკრძალულია ნებისმიერი დისკრიმინაცია რაიმე წინაპირობის საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, გენეტიკური მახასიათებლები, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა აზრი, ეროვნული უმცირესობის წევრობა, დაბადების ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი ან სექსუალური ორიენტაცია.

 

კონკურსთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი სხვა კითხვის ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ზევით აღნიშნულ მეილზე.

ტურიზმი

/