Flag 0Flag 1
logo

მაისი 12, 2024

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კვლევით პროექტებზე

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს კვლევით პროექტებზე. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალში.

 

საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნის მიზნით განაცხადი უნდა წარმოადგინოს კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა, რომელიც უნდა იყოს ალტე უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი. არააფილერებული აკადემიური პერსონალი და ალტე უნივერსიტეტის მოწვეული პერსონალი უფლებამოსილია, იყოს საგრანტო კვლევითი პროექტის გუნდის წევრი, თუმცა პროექტის ხელმძღვანელობა შეუძლია მხოლოდ ალტე უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი კვლევითი პროექტი უნდა გულისხმობდეს ალტე უნივერსიტეტის მინიმუმ ორი სტუდენტის მონაწილეობას კვლევის განხორციელების პროცესში.

 

ალტე უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. კვლევითი პროექტი შესაძლოა, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებასაც. პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 12 თვით.

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის პირობები და ვადები, კვლევითი პროექტების შეფასების კრიტერიუმები და განაცხადის ფორმები შეგიძლიათ, იხილოთ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში.


განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: research@alte.edu.ge