Flag 0Flag 1
logo

ALTE MED CLUB

რა არის „ALTE MED CLUB“?

 

ALTE MED CLUB მედიცინით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, უკეთ გაეცნონ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლას, პროგრამებს, სასწავლო პროცესებსა და მის შემადგენელ პრაქტიკულ კომპონენტებს. 

კლუბში მოსწავლეები ხვდებიან მედიცინის საერთაშორისო სკოლის აქტიურ სტუდენტებსაც, რომლებიც მოსწავლეებს მათთვის საინტერესო ინფორმაციებს უზიარებენ და ეხმარებიან კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ მომავალ პროფესიას.

 

რა ელოდებათ მოსწავლეებს კლუბში? 

 

  • ინტერაქციული ლექციები;
  • ვორკშოპები;
  • შეხვედრები ცნობილ ექიმებთან, სტუდენტებთან და ლექტორებთან;
  • პრაქტიკული აქტივობები და პრაქტიკული გამოცდილების მიღების რეალური შესაძლებლობა;
  • წვდომა საინტერესო სასწავლო მასალებზე.

 

შემოუერთდი ALTE MED CLUB-ს და მიწვდი ახალ სიმაღლეებს მედიცინის სამყაროში!