Flag 0Flag 1
logo

აპრილი 17, 2025

ალექსანდრე ჯეჯელავა - „როგორ ავირჩიოთ პროფესია”

ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, ალექსანდრე ჯეჯელავა გვესტუმრება, რომელიც აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე -  „როგორ ავირჩიოთ პროფესია”.

 

მათ ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია, ან უბრალოდ საკუთარ პოტენციალში სურს გარკვევა, ალტე უნივერსიტეტი სთავაზობს შესაძლებლობას, შეისწავლონ და გაეცნონ იმ ტექნიკებს, რაც აბიტურიენტობის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. 

 

შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრე მონაწილეებს გაუზიარებს გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში  განათლების, მენეჯმენტისა და კარიერული განვითარების სფეროებში დააგროვა; მოისმენ პროფესიის არჩევის სტრატეგიებს და გაიგებ, თუ რა უნარებია საჭირო კარიერული განვითარებისთვის. 

 

დრო: 30 აპრილი, 17:00 საათი

ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

 

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://shorturl.at/LZ6l9