ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, მიხეილ წურწუმიამ, ჩაატარა შეხვედრა თემაზე: ახალ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციისა და თვითდამკვიდრების პროცესი.
მიხეილმა ისაუბრა იმაზე თუ როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ნიშა, როგორ გავაფართოვოთ კონტაქტების წრე, რა გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ და რომელი ტექნიკები უნდა გამოვიყენოთ კარიერის დაგეგმვის პროცესში.
