Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

სექტემბერი 03, 2025

აკადემიური კეთილსინდისიერების საზაფხულო სკოლა 2025

ალტე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ალავიძემ, მონაწილეობა მიიღო „აკადემიური კეთილსინდისიერების საზაფხულო სკოლა 2025“-ში, რომელიც რუმინეთში, სუჩეავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტში, ევროპის აკადემიური კეთილსინდისიერების ქსელის (ENAI) ეგიდით გაიმართა.

 

ნინო ალავიძემ საკონკურსო ეტაპები წარმატებით გაიარა და საზაფხულო სკოლას ლექტორის სტატუსით ეწვია. მან ჩაატარა სესია სახელწოდებით - „ხელოვნური ინტელექტი სწავლასა და კვლევაში”, რომელიც ეხებოდა მანქანური სწავლების პრინციპებს, ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხელსაწყოებს, პრომპტებსა და მათ პასუხისმგებლობით გამოყენებას. 

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გადაქცევა. მსგავს საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობასა და გაზიარებას, ასევე ალტე უნივერსიტეტის პერსონალის საერთაშორისო პროფესიულ ქსელებში უკეთ ინტეგრაციას.

აკადემიური კეთილსინდისიერების საზაფხულო სკოლა 2025