Flag 0Flag 1
logo

AI-თეორიიდან პრაქტიკამდე

  • ვისთვის არის კურსი 

კურსი განკუთვნილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ნებისმიერი რგოლის თანამშრომლისთვის, რომელსაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და მისი ეფექტური გამოყენება როგორც სამუშაო პროცესში, ისე - ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

  • კურსის მიმოხილვა 

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის კომბინაციით, მონაწილეები შეისწავლიან, AI ტექნოლოგიების პრატიკულ გამოყენებას, რომელიც გულისხმობს როგორც ზოგადი კონცეფციების გაცნობას, ასევე, სხვადასხვა მოდელების შესწავლასა და შედარებას.  

კურსის გავლის შემდგომ, მონაწილეები  LLM მოდელების ეფექტურად და  უსაფრთხოდ გამოყენებას შეძლებენ, რაც ბევრად გაზრდის მათ პროდუქტიულობას, შეძენილი ცოდნა და უნარები  კი მათ მონაცემთა ანალიზის ავტომატიზაციაში დაეხმარება. კურსის გავლის შემდგომ, მონაწილეები ასევე შეძლებენ AI-ს ინტეგრაციას საბანკო ოპერაციებში და მისი დახმარებით კომპლექსური პროექტების განხორციელებას. 

კურსის პროგრამა შედგება 5 მოდულისგან, სადაც შესაძლებელია როგორც სრული პროგრამის გავლა, ისე - კონკრეტული მოდულების შერჩევა ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე. 

  • ტრენერი 

არტემ ანანოვი - ტრენერი, მარკეტერი (Data - driven), ორგანიზაცია ,,uCraft“-ის თანადამფუძნებელი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ,,Marketing Solutions Georgia”, ,,ARC Design Studio”, ,,RemBow Events”, ,,Gladus”.  LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა 

კურსი მოიცავს 25 საკონტაქტო საათს. 

 


*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge