ალტე უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5-დღიანი საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი წარმატებით დასრულდა
პროექტში ჯამში 10 უნივერსიტეტის 42 ქართველი და საერთაშორისო სტუდენტი ჩაერთო, რომლებმაც 6 სამუშაო გუნდი ჩამოაყალიბეს.
ბანაკი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებს, ისწავლეს დრონების გამოყენება სოფლის მეურნეობაში და იმუშავეს გრინჰაუსების მოდელებზე. სესიებს სხვა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ალტე უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი - გიორგი თაყაძე უძღვებოდა.
ბანაკის დასკვნით დღეს გუნდებმა მათ მიერ შერჩეულ თემებზე მომზადებული ფინალური პროექტები წარადგინეს, რომლებიც ეხებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობაში დრონების გამოყენება, ვერტიკალური ფერმერობა და ბიოინფორმატიკა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ CIF-ის წარმომადგენლები
პროექტის პარტნიორები:
- ფერმერთა ასოციაცია;
- შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SLU);
- საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტი;
ალტე უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს სტუდენტებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების შეთავაზებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და განივითარონ პრაქტიკული უნარები.
