Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 17, 2025

3 მაისს ალტე უნივერსიტეტი ღია კარის დღეს უმასპინძლებს

3 მაისს, ალტე უნივერსიტეტში, XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე ტარდება.

 

ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი დღით მოირგონ სასურველი პროფესიის როლი, რაც მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

 

ღია კარის დღეზე ისინი შეხვდებიან სკოლის დეკანებსა და მენეჯერებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და მომავალ ლექტორებს, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობენ არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, სწავლის დაფინანსების მოპოვების გზებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. ასევე, შეიტყობენ მეტს იმ სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც მათ აქ დახვდებათ.

 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები დაესწრებიან მათთვის საინტერესო პროგრამის ვორკშოპს, რაც მათ დაეხმარებათ, უკეთ დაინახონ თავი მომავალ პროფესიაში. 

 

ვორკშოპების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

  • დრო: 3 მაისი ,12:00
  • ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

 

ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭირო სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/90js7

3 მაისს ალტე უნივერსიტეტი ღია კარის დღეს უმასპინძლებს