ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასელი მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტები გაეცნობიან მათთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამებს, დაესწრებიან ვორკშოპებს და ექნებათ შანსი დასაჩუქრდნენ ალტე უნივერსიტეტისა და Buckswood-ის სკოლის კარიერული განვითარების ბანაკის საგზურით!
ამასთანავე, აბიტურენტები შეხვდებიან სკოლების დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და ლექტორებს და მიიღებენ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.
შეხვედრის ფარგლებში ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც აქ სტუდენტობის განმავლობაში ელოდებათ: გაცვლითი პროგრამები, სწავლის დაფინანსება, სტუდენტური კლუბები, ღონისძიებები, საერთაშორისო პროექტები და სხვა.
გარდა ამისა, დაესწრებიან მათთვის საინტერესო პროგრამების ვორკშოპებს და ერთი დღით გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს მომავალ პროფესიაში.
- 29 ნოემბერი, 12:00 საათი
- თბილისი, უნივერსიტეტის ქ #10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
- ღია კარის დღეზე დასასწრებად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/e/yXwMeqbF3b

