ალტე უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მედიცინის, სტომატოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებისთვის.
ამჟამად, ალტეს უნივერსიტეტში სწავლობს 2500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 45 სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროგრამები:
მედიცინის პროგრამა:
ხანგრძლივობა: 6 წელი / 12 სემესტრი (1 წლიანი სტაჟირების ჩათვლით)
კვალიფიკაცია: ექიმი
სწავლების ენა: ინგლისური
ფასი: $5500
სტომატოლოგია:
ხანგრძლივობა: 5 წელი/ 10 სემესტრი
კვალიფიკაცია: ექიმი სტომატოლოგიურ მედიცინაში
სწავლების ენა: ინგლისური
ფასი: 4500$
კომპიუტერული მეცნიერებები:
ხანგრძლივობა: 4 წელი/ 8 სემესტრი
ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
ფასი: $3500
რატომ ალტე უნივერსიტეტი?
2500-ზე მეტი კურსდამთავრებული. უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისის ცენტრში. მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები, თანამედროვე კამპუსი, პრაქტიკოსი ლექტორები და პროფესორები, ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას იძლევა. ალტე უნივერსიტეტი საქართველოში უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერის ექსკლუზიური პარტნიორია. კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, Cisco Academy-ის სერთიფიკატი, Google Developers Student Support პროგრამა, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხთან ერთად, სტუდენტებისათვის უნიკალურ სასწავლო გამოცდილებას ქმნის.
მიღების შესახებ:
სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან ალტეს უნივერსიტეტში საერთაშორისო პარტნიორი სააგენტოების მეშვეობით, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის კომპანიებს კონსულტაციისათვის. სტუდენტები, რომლებიც ინდივიდუალურად შეიტანენ განაცხადს ალტეს უნივერსიტეტში, უნდა იხელმძღვანელონ შესაბამისი ინსტრუქციით.
დარეგისტრირდი ბმულზე
ვიზისა და ბინადრობის ნებართვის შესახებ:
გთხოვთ, დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ დეტალური ინფორმაცია VISA-ს მოთხოვნების შესახებ ეროვნების მიხედვით ბმულზე
გთხოვთ, შეამოწმეთ დეტალური ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის შესახებ ბმულზე
რელოკაციის სერვისები:
ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ ხელმისაწვდომ საცხოვრებელ შესაძლებლობებს ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საერთაშორისო სტუდენტებს უნივერსიტეტთან ახლოს განსახლების ვარიანტების მოძიებაში. ფასები შეიძლება დაიწყოს $200-დან ერთ ადამიანზე საერთო ბინაში/ჰოსტელში. ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ studentlife@alte.edu.ge, რათა მიიღონ დამატებითი მითითებები განსახლების ვარიანტებზე განაცხადის შეტანისას.
დამატებითი დეტალების ან კონკრეტული კითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ ოფისს (recruitment@alte.edu.ge) ან მიმღებ განყოფილებას (admissions@alte.edu.ge ან transfers@alte.edu.ge).