მსოფლიოში ყველაზე დიდ გლობალურ ჰაკათონზე 2025 NASA International Space Apps Challenge რეგისტრაცია გრძელდება!
4-5 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილ ჰაკათონში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ პირველი 60 რეგისტრირებული შეძლებს.
NASA International Space Apps Challenge არის ყოველწლიური ინოვაციური პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, NASA-ს ღია მონაცემებზე დაყრდნობით, იმუშაონ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაშიც წელს მონაწილეებს ალტე უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია გაუწევენ მენტორობას.
ჰაკათონზე რეგსტრირებულებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები:
- 15 სექტემბერი - პირველი საინფორმაციო შეხვედრა მენტორებთან;
- 19 სექტემბერი - ფორმირებული გუნდების გაცნობა და შეხვედრები მენტორებთან;
- ინდივიდუალური/გუნდური შეხვედრები მენტორებთან საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში.
შეხვედრებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას რეგისტრირებული მონაწილეები ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან მიიღებენ.
წელს ჰაკათონის ადგილობრივი მასპინძელი და ორგანიზატორი ზუგდიდში ალტე უნივერსიტეტი იქნება!
კონკურსი ზუგდიდის ტექნო პარკში, GITA • Tech Park-თან პარტნიორობით გაიმართება
ჰაკათონზე რეგისტრაცია 4 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.
