Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ოქტომბერი 16, 2025

2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი TownHall ღონისძიება

ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი პირველი TownHall ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ, შეაჯამა გასული პერიოდის მთავარი მიღწევები და გამოწვევები, ასევე მიმოიხილა აქტიური პროექტები და ახალი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და ორგანიზაციული კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ღონისძიებას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი იდეები და ხედვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა დასრულდა ფურშეტით არაფორმალურ გარემოში.

2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი TownHall ღონისძიება