27-29 ივნისს ჟენევაში წითელი ჯვრის ორგანიზებით პირველად გაიმართება დახურული ტიპის ინსტიტუციების ჯანდაცვის პირველი მსოფლიო კონფერენცია - 1st World Conference on Health in Detention.
აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ჯანდაცვის სპეციალისტების, მენეჯერების და სხვადასხვა რელევანტური დისციპლინებიდან აკადემიური პერსონალის საერთო პლატფორმაზე გაერთიანება, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, გამოწვევები, კვლევები და ამით მთლიანობაში ხელი შეუწყონ მთავრობის ყურადღების გაძლიერებას ჯანდაცვის ინსტიტუციების მიმართ.
კონფერენციაში დამოუკიდებელი რეგიონული ექსპერტის, საორგანიზაციო კომიტეტის წევრისა და სპიკერის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი ქეთევან ჩახნაშვილი.
„ასეთი მაღალი დონის ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა და სპიკერობა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს არის შესაძლებლობა მთელი ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავაზიარო და მეც ანალოგიურად მივიღო მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია. „ - აღნიშნა ქეთევან ჩახნაშვილმა.
