მნიშნელოვანი თარიღები მათთვის, ვინც მოიპოვა გარე მობილობის უფლება ალტე უნივერსიტეტში:
- 12 - 15 სექტემბერი - სასწავლო ბარათის წარმოდგენა ელექტრონულად
- 18 - 19 სექტემბერი - კრედიტების აღიარების დასკვნაზე ხელმოწერა
- 22 - 25 სექტემბერი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია
- 2 - 5 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია
- 3 - 11 ოქტომბერი - სავალდებულო დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა უნივერსიტეტში
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებამდე გთხოვთ შეავსოთ თქვენი მონაცემები მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/CchB3JDRwTnHJA6b9
მობილობის უფლების მქონე სტუდენტები რეგისტრაციის პორტალის ბმულს მიიღებენ სმს-ის საშუალებით. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ.
ონლაინ ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი
- ფოტო-სურათი (3X4)
- სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
უნივერსიტეტში წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
- ფოტო-სურათი (3X4)
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)
- ამონაწერი ჩარიცხვის ბრძანებიდან
- ამონაწერი სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი
