Flag 0Flag 1
logo

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი კიევის საავიაციო ინსტიტუტის სახელით 1933 წელს დაარსდა და ეროვნულ უნივერსიტეტად 2000 წელს იქცა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო უნივერსიტეტია, რომელიც დაახლოებით 25,000 სტუდენტს მასპინძლობს, მათ შორის 1,500 საერთაშორისო სტუდენტს 55-ზე მეტი ქვეყნიდან. NAU სტუდენტებს პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს - აერონავტიკიკა, საჰაერო ნავიგაცია, სამართალი, ეკონომიკა, კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა. 

 

NAU-ს ძლიერი მხარეები გამოყენებითი საავიაციო განათლება და საერთაშორისო ტრენინგია. ის მასპინძლობს ICAO-ს ევროპის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს და მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. უნივერსიტეტი ასევე არის ALICANTO-ს საავიაციო განათლების ასოციაციის ხელმომწერი. NAU თანამშრომლობს გლობალურ საავიაციო საწარმოებთან - როგორიცაა ანტონოვი, ბორისპოლის აეროპორტი და ICAO - და სტუდეტებს სთავაზობს სტაჟირებებს, ორმაგი ხარისხის დიპლომების და გამოყენებით კვლევით პროექტებს.

 

ალტე უნივერსიტეტსა და NAU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი