ASRU-მ, აპრილში, საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით: ,,ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენინგიტი: გაერთიანება მენინგიტის წინააღმდეგ", რომელიც მიზნად ისახავდა მენინგიტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მას, ალტე უნივერსიტეტში, 26 აპრილს, 90 სტუდენტი დაესწრო.
ღონისძიება დაიწყო მოწვეული ლექტორის, დოქტორ ალექს მინდაძისა და მისი რეზიდენტი კოლეგების, დოქტორების, ნათია ბიწაძის და თათული მღვდლიაშვილის ლექციით, რასაც საინტერესო კითხვა-პასუხის სესია მოჰყვა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ექსპერტთან ერთად განეხილათ სხვადასხვა კომპლექსური საკითხი.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი გასართობი და ინტერაქტიული აქტივობები იყო, როგორიცაა რისკის ფაქტორების ამოცნობა და სიმპტომების განსაზღვრა. მან ხელი შეუწყო მონაწილეების აქტიურ ჩართულობას პროცესში. მისი მთავარი კომპონენტი "Spin the Wheel" თამაში იყო, რომელმაც უზრუნველყო, როგორც გასართობი, ისე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და დამსწრეებს მენინგიტის სხვადასხვა ასპექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
თეორიისა და სიტუაციის უფრო უკეთ აღსაქმელად დებილენმა და სამრუდმა რეალური შემთხვევების მაგალითები გაუზიარეს დამსწრეებს, რაც ხაზს უსვამდა ამ პოტენციურად სერიოზული დაავადების გაგებისა და პრევენციის მნიშვნელობას.
ასევე სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეევსოთ CSF-ის დასკვნების ცხრილი, რისი დახმარებითაც მათ დიაგნოსტიკის პროცესის უკეთესად აღქმა შეძლეს.
წელის პუნქციის შესახებ პრაქტიკული ცოდნის სემინარი ჩაატარა ვედანგმა ღონისძიებების გუნდიდან, სადაც დამსწრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროცედურის შესახებ, როგორც სიტყვიერი ახსნის, ისე ვიდეო დემონსტრაციის საფუძველზე.
გარდა ამისა, ჩატარდა სემინარი აბსტრაქტული წერის შესახებ, რომელსაც მკვლევართა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. იგი ხელს უწყობს სამეცნიერო დასკვნების შესახებ ეფექტურ კომუნიკაციას. ღონისძიების დასრულებისას გულწრფელი მადლობა გადავუხადეთ მონაწილეებს ჩართულობისა და ცნობიერების ამღლებაში შეტანილი წვლილისთვის. მადლიერების ნიშნად ყველაზე აქტიურ სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ დაავადებასთან ბრძოლის მოტივაციასა და სურვილს.
"Mind your Meninges" ემსახურებოდა იმას, რომ ყოფილიყო პლატფორმა სწავლის, გაზიარებისა და მენინგიტის წინააღმდეგ გაერთიანებისთვის.
