logo

დეკემბერი 26, 2023

ვებ გვერდის აგება და მართვა

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, განხორციელდა ტრენინგი „ვებ-გვერდის აგება და მართვა“, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი დავით გულუა უძღვებოდა.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ შეესწავლათ:

 

  • ვებ-გვერდების საფუძვლები: HTML, CSS, JavaScript;

  • ვებ-გვერდების რედაქტორები და ფრეიმვორკები;

  • კონტენტის მართვის სისტემები;

  • ვებ-გვერდები და მონაცემთა ბაზები;

  • ვებ-გვერდების განთავსება და მართვა.

     

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დამოუკიდებლად მოამზადეს პროექტები და ჟიურის წევრებს წარუდგინეს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ვებ გვერდის აგება და მართვა