აპრილი 10, 2025
ურთიერთობები და ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში
გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მორიგი ვორკშოპი ჩატარდა თემაზე - „ურთიერთობები და ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში”.
შეხვედრას სერტიფიცირებული PCC ქოუჩი და საერთაშორისო ბიზნეს ტრენერი, ეკატერინე ბაბუნაშვილი უძღვებოდა, რომელმაც კარიერულ წინსვლაში ემოციური ინტელექტის როლის შესახებ ისაუბრა.
ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეესწავლათ კონფლიქტის პრევენციისა და მართვისთვის საჭირო კომუნიკაციის ტექნიკები, ასევე, პროფესიული სტრესისა და გამოწვევების მართვის სტრატეგიები.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.








