სუჩავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტი (USV) აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი მდებარეობს ბუკოვინის ისტორიულ რეგიონში, რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
USV სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და პოსტდოქტორანტურის დონეებზე. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ეკონომიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით მოქმედი, თანამედროვე კვლევითი ცენტრები.
უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის აკადემიურ, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე აქტიურად უწყობს ხელს საზღვრისპირა თანამშრომლობას უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან.
ალტეს უნივერსიტეტსა და სუჩავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტს (USV) შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი. თანამშრომლობა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებს, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ასევე ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებას.
