Flag 0Flag 1
logo

იანვარი 08, 2024

ონლაინ კურსი "ღრუბლოვანი სერვისები - ორგანიზაციის ინფორმაციული ინფრასტრუქტორის აგება და მართვა"

ალტე უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის და უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო კურსების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ორთვიანი ონლაინ კურსი „ღრუბლოვანი სერვისები - ორგანიზაციის ინფორმაციული ინფრასტრუქტურის აგება და მართვა“, დამწყები IT სპეციალისტებისთვის.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
 

  • ღრუბლოვანისერვისების დანიშნულება, ტიპები, უპირატესობები და ნაკლოვანებები;
  • ღრუბლოვანისერვისების ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა;
  • ღრუბლოვანი გამოთვლითი რესურსების (ვირტუალური სერვერები, კონტეინერები, „უსერვერო“ გამოთვლები) აგება და გამართვა;
  • ვებ-აპლიკაციებისა და მონაცემთა ბაზების დანერგვა და მართვა ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით;
  • ღრუბლოვანი სერვისების მაღალსარგებლიანობა და მასშტაბირების უზრუნველყოფა. ბიზნესპროცესების უწყვეტობის მართვის მეთოდები ღრუბლოვან სივრცეში;
  • ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციათა მართვა ღრუბლოვან სივრცეში.


კურსზე დარეგისტრირდა 86 მონაწილე. შესარჩევი კონკურსი გაიარა 42-მა და მათგან 19-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა აღნიშნული კურსი.


კურსს უძღვებოდა ალტე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - დავით გულუა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/
ონლაინ კურსი "ღრუბლოვანი სერვისები - ორგანიზაციის ინფორმაციული ინფრასტრუქტორის აგება და მართვა"