ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში - MBS School of Business-ში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ალტე უნივერსიტეტისა და MBS-ის პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ორი სემესტრი ისწავლონ საფრანგეთში და პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღონ ალტე უნივერსიტეტისა და MBS-ის ორმაგი დიპლომი.
ეს შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიშნავს:
- საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას;
- ევროპული ხარისხის განათლებას;
- რეალურ კონკურენტულ უპირატესობას გლობალური დასაქმების ბაზარზე.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებსა და სამომავლო ერთობლივ ინიციატივებზე, რაც კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო არეალს გახსნის ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

