Flag 0Flag 1
logo

კოიმბრას უნივერსიტეტი

კოიმბრას უნივერსიტეტი (UC) ერთ-ერთი უძველესი საჯარო უნივერსიტეტია ევროპაში. ის 1920 წელს დაარსდა და მდებარეობს კოიმბრაში, პორტუგალიაში. უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს - სამართლის, მედიცინის, მეცნიერებების, ინჟინერიის, ჰუმანიტარული და ეკონომიკის მიმართულებით.

 

უნივერსიტეტში მთავარი სასწავლო ენა არის პორტუგალური, თუმცა სტუდენტებს აქვთ საშუალება გარკვეული პროგრამები ინგლისურადაც ისწავლონ, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობას. UC ცნობილია თავისი ისტორიული კამპუსით, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, ასევე,  მაღალი დონის კვლევებითა და აქტიური საერთაშორისო პარტნიორობებით.

 

ალტე უნივერსიტეტსა და კოიმბრას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

კოიმბრას უნივერსიტეტი