ალტე უნივერსიტეტი TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის, თიბისი ბიზნესისთვის - TBC For Business, Entrepreneur Georgia-სა და GITA • Tech Park მხარდაჭერით ყოველწლიურ სასკოლო „Start-up მარათონს“ იწყებს!
პროექტი წელს უკვე მესამედ ხორციელდება და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებში ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება და მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერა.
ვიწვევთ X, XI ან XII კლასის მოსწავლეებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, რომლებსაც აქვთ საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეა.
მოსწავლეებმა უნდა შექმნან 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, ჩაერთონ მარათონში და განახორციელონ ან განავითარონ საკუთარი იდეა პროფესიონალ მენტორებთან ერთად.
„Start-up მარათონი“ მათ აძლევს შესაძლებლობას, გაიგონ, რა არის მეწარმეობა და რა ეტაპებს გადის იდეა, სანამ რეალობად იქცევა. ისინი შეძლებენ, განივითარონ გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარები.
პროექტის ეტაპები:
- ინოვაციური ბიზნეს იდეისა და მონაწილეების რეგისტრაცია;
- იდეების გადარჩევა;
- ტრენინგ-სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- მენტორინგი;
ფინალური ღონისძიება - გამარჯვებული იდეების გამოვლენა.
პრიზები:
- ალტე უნივერსიტეტი, რჩეული იდეის ავტორს, „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის” სერვისების გამოყენებით, დაეხმარება თავისი ინოვაციური ბიზნეს იდეის განხორციელებასა და ინვესტორების მოძიებაში;
- თიბისი თავის რჩეულ იდეას გადასცემს ფულად პრიზს იდეის განხორციელების ხელშეწყობისთვის;
- ანტრეპრენერი გამოავლენს თავის რჩეულ იდეას და იქნება მისი მედია მხარდამჭერი;
- ჯიტა თავისი რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/4eQZC
*რეგისტრაცია 4 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.