ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მიზანია, ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროცესების დანერგვას და საგანმანათლებლო პროგრამების უახლესი ტექნოლოგიური კომპონენტებით გაძლიერებას, ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ-კურსების შემუშავებას.
ცენტრი ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი მეთოდოლოგიების საქართველოში დანერგვის მიზნით თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ტექნოლოგიურ-საინჟინრო ინდუსტრია, საჯარო მმართველობა თუ ბიზნესი.
ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი ალტე უნივერსიტეტის სკოლებთან აქტიური თანამშრომლობით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, უნივერსიტეტის მესამე მისიის განაცხადის შესაბამისად, აინიცირებს და ახორციელებს პროექტებს საზოგადოებაში ტექნოლოგიებისა და ციფრული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისა და რეგიონებში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციის მიმართულებითაც.
უახლოეს მომავალში, ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი გეგმავს საკონსულტაციო მიმართულებით განვითარებას, რათა ქართულ ორგანიზაციებს დაეხმაროს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და უახლესი ინფორმაციის მიღებაში, რათა მათ მიღებული ცოდნა საკუთარი ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის აქტივობები:
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი და მედიცინის სკოლა ახორციელებდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს “სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში”, სადაც ჩართული იყვნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მკვლევარები: დავით მანაგაძე, DNANexus (კალიფორნია), ცოტნე ჩიტიაშვილი, Calico (კალიფორნია), თემურ გოჩიტაშვილი, მაქს პლანკის ინსტიტუტის სინთეზური ბიოლოგიის დოქტორანტი და iGEM-ის ამბასადორი (ლაიფციგი), ანა ტომაში, ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ჩიკაგო)
2022 წელს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრმა, ნანა დიხამინჯიას ხელმძღვანელობით მოიპოვა საერთაშორისო პროექტის, TECHNOVATION GIRLS საქართველოს მასშტაბით ჩატარების უფლება. Technovation Girls ყოველწლიური ღონისძიებაა, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ხორციელდება და მიზნად ისახავს 13-დან 18 წლამდე გოგოების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე პროექტის ერთი ციკლი განხორციელდა, 2023 წლის ნოემბრიდან კი დაიწყო შემდეგი ნაკადი.
შესაძლებლობების განვითარება სოფლის ჭკვიანი ტრანსფორმაციისათვის“ - პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეშვეობით. - ინოვაციური განათლების ფონდისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა ნანა დიხამინჯიამ და ალტე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სალომე ონიანმა მოამზადეს მასალები სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ჩაატარეს 12 ლექცია ლაგოდეხის, ხულოს, ყაზბეგის და ქედას ფერმერებთან. პროექტის ფარგლებში 2022 წლის 8 ოქტომბერს ალტე უნივერსიტეტში გაიმართა აგროტექ კონფერენცია.
2022 წლის 29 ივნისს ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის, ნანა დიხამინჯიას ირგანიზებით WEB 3.0 კონფერენცია გაიმართა. Web 3.0 კონფერენცია - "ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმი 2022"-ის ფარგლებში ჩატარდა და ქართველებთან ერთად უცხოელ ექსპერტებსაც უმასპინძლა.
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი ნანა დიხამინჯია 2022 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა საქართველოს გენერალური საკონსულოს სან ფრანცისკოში, BoomStartUp Accelerator-სა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ ვებინარში "გლობალური ტრენდები და შესაძლებლობები ქალებისთვის ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო დარგებში", სადაც ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორთან, ინვესტორებთან და აქსელერატორების დამფუძნებლებთან ერთად ისაუბრა ქალების გაძლიერებაზე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ნანა დიხამინჯია 2022 წლის აპრილში გამოვიდა სილიკონის ველზე Globalize მიერ მოწყობილ კონფერენციაში, სადაც წაიყვანა ორი პანელი: „მეცნიერების კომერციალიზაციის შესაძლებლობები“ და „ქალები ტექნოლოგიებში“.
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ნანა დიხამინჯია 2022 წლის ივნისში გამოვიდა პარიზში Globalize მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც წაიყვანა პანელი: Digital Transformation trends.
2022 წელს Ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ნანა დიხამინჯიამ ჩაატარა ონლაინ ლექცია კლიმატის ცვლილების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გერმანიაში ქართული დიასპორის მიერ მოგებულ პროექტში, რომელიც ახმეტის და ტყიბულის სკოლებში ითვალისწინებს ინოვაციური ტექ პროექტების შემუშავებს კლიმატის ცვლილების შედეგების დასაძლევად.
UNA-Georgia მოწვევით, „მოძრავი უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში, Ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ნანა დიხამინჯიამ ტექნოლოგიებზე ლექციები ჩაატარა უფროსკლასელისთვის ოზურგეთის ტექნოპარკსა და ლანჩხუთის ახალგაზრდა პედაგოგთა ცენტრში.
2022 წელს ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ნანა დიხამინჯია იყო ჟიურის წევრი USAid და Zinc Technologies მიერ ორგანიზებულ “დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში”.
ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის წარმომადგენლები 2022 წელს ესწრებოდნენ შემდეგ საერთაშორისო კონფერენციებს:
Game Developer Conference, California.
DesignCon, California.
Startup Grind Global Conference, California.
Startup World Cup – California.
EMC/SI Symposium – Washington.
ITC-ILo, XR for Vocational Education, Italy.
ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი
რუსო სანაძე