ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/ და რეგისტრაციის დროს უნივერსიტეტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა მიუთითოს ალტე უნივერსიტეტი.
გარე მობილობის რეგისტრაციის ვადები განახლდება სემესტრულად და განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.
ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ატესტატი / დიპლომი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
სტუდენტის სასწავლო ბარათი
მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
ფოტოსურათი 3X4
წვევამდელი სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge