Flag 0Flag 1
logo

პროექტები

  • 2022 სასკოლო Start-up მარათონი
     

სასკოლო Start-up მარათონი ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ყოველწლიური ინიციატივაა. პროექტი მიზნად ისახავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინოვაციური start-up იდეების აღმოჩენასა და მხარდაჭერას.
 

პროექტში მონაწილეობდა 1000-მდე მოსწავლე და განხორციელდა TBC ბანკის, GITA-ს და Enterpreneur Georgia-ს პარტნიორობით.
 

  • 2022 თამაშოპოლია

თამაშოპოლია არის ერთთვიანი საგანმანათლებლო პროგრამა თამაშების დიზაინის მიმართულებით, რომელიც ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა GITA-სთან ერთად განახორციელა. პროგრამა ეფუძნება სამაგიდო თამაშების შექმნის პრინციპებს და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან საკუთარი ინტელექტუალური თამაში - იდეიდან პროტოტიპამდე. ერთთვიანი ინტენსიური კურსის შედეგად 20 მონაწილემ შექმნა 5 თამაში, რომლებიც დემო დღეზე წარადგინეს.
 

  • 2022 Start-up ზაფხული
     

„Start-up ზაფხული“ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივაა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, მენტორული შეხვედრები და ინოვაციური აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სკოლის ინოვატორთა კლუბები

 

პროექტი „სკოლის ინოვატორთა კლუბები“ 9 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. ალტე უნივერსიტეტის ჩართულობით კლუბების მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება და სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა. Moitane.ge
 

Moitane.ge არის ციფრული პლატფორმა (ვებგვერდი და აპლიკაცია), რომელიც მომხმარებლებს შეძენილი პროდუქტების სწრაფ მიტანის სერვისს სთავაზობს. სტარტაპი ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო საწყის ეტაპზე გუნდს სამუშაო სივრცეც დაეთმო.

 

  • 2023 ჩინო

„ჩინო“ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ეკომეგობრული განმავითარებელი სათამაშოების სტარტაპია. პროექტის მიზანია მშობლების ინფორმირება თამაშის როლზე ბავშვის განვითარებაში და ისეთი სათამაშოების შექმნა, რომლებიც სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ხელოვნური ინტელექტი სკოლებში

„ხელოვნური ინტელექტი სკოლებში“ ალტე უნივერსიტეტის IT სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ერთობლივი პროექტია. პროექტი სკოლის პედაგოგების გადამზადებას ემსახურება ხელოვნური ინტელექტის ეფექტური გამოყენების მიმართულებით და 2024 წელს ხორციელდება.
 

  • 2024 არდუინოს ჰაკათონი
     

არდუინოს ჰაკათონი 11-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2-დღიანი კურსი იყო, რომელიც ელექტრონიკას, პროგრამირებასა და ინოვაციურ პრობლემების გადაჭრას ეხებოდა. მიზანი: STEM მიმართულებების პოპულარიზაცია და ინჟინერიული აზროვნების განვითარება. მოსწავლეები გუნდებში მუშაობდნენ იდეებზე, კოდზე და პროტოტიპებზე. ლექციები ჩაუტარეს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც შემდეგ მენტორებად მუშაობდნენ. გამარჯვებული გუნდი „Walle“ გახდა და მიიღო ფულადი პრიზი იდეის განსახორციელებლად.
 

  • 2025 მედჰაკათონი
     

MedHackathon სკოლის მოსწავლეებისთვის ორი დღის ჰაკათონი იყო, რომელიც მანამდე ჩატარებულმა სამდღიანმა ონლაინ ტრენინგებმა ლიდერობაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სამედიცინო ტექნოლოგიებზე გაამზადა.
 

მიზანი: ინოვაციური აზროვნების განვითარება და რეალური სამედიცინო გამოწვევების გადაჭრა AI ტექნოლოგიებით.

 

მოსწავლეები გუნდებში მუშაობდნენ დიაგნოსტიკის, მედიკამენტების კონტროლისა და პაციენტების მონაცემების ანალიზზე, ალტეს სტუდენტებისა და ლექტორების მენტორობით.
 

  • 2025 ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში (CIF)
     

CIF-ის გრანტით დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავდა ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროგრამებში. შვედეთის აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით, გრანტმა დაფარა სამი სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მათ შორის ონლაინ შეხვედრები დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ბიო ინფორმატიკის, ჭკვიან გრინ ჰაუსებისა და დიგიტალურ მეღვინეობაზე.
 

ტრენინგების დასკვნით, თელავში, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური ბანაკი. 12 სხვადასხვა ქარტული და ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტების ტრანსპორტირება, დარჩენა და კვება იქნა პროექტის მიერ დაფარული. 5 დღიანი ბანაკის განმავლობაში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლის ბოლოს თითოეულს სერტიფიკატი გადაეცა