Flag 0Flag 1
logo

მარტი 28, 2025

გამოცადე ექიმობა ერთი დღით

ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით, პროექტის “გამოცადე ექიმობა” ფარგლებში აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა ერთი დღით მოირგონ მომავალი პროფესია და გამოცადონ, თუ როგორია ექიმობა.

 

პროექტის განმავლობაში აბიტურიენტები შეხვდებიან დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელებს, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მედიცინის პროგრამის შესახებ და მოინახულებენ უნივერსიტეტის თანამედროვე, ინოვაციურ სიმულაციურ ცენტრებს.

 

პროგრამის გაცნობის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, სადაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. “სასწავლო ტურის” ფარგლებში, წამყვან ექიმებთან ერთად, ისინი გაეცნობიან რეალურ სამედიცინო შემთხვევებს და მიიღებენ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

ღონისძიების დეტალები:

  • 3 აპრილი
  • 12:00 - 16:00 საათი
  • ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

     

პროექტში მონაწილეობას წინასწარ შერჩეული 20 აბიტურიენტი შეძლებს

 

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/6LPBh

გამოცადე ექიმობა ერთი დღით