Flag 0Flag 1

ღია კონკურსი მედიცინის საერთაშორისო სკოლაში

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, მედიცინის საერთაშორისო სკოლაში შემდეგი მიმართულებებით:

 

პროფესორი
 

  • საექთნო საქმის საფუძვლები (2 საშტატო ერთეული)
  • შინაგანი მედიცინისა და ქირურგიის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • დედათა, ახალშობილთა და გინეკოლოგიური პაციენტების საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ბავშვთა საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საზოგადოებრივი და თემის ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო კვლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო ლიდერობა, პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება (2 საშტატო ერთეული)
  • ბიოსამედიცინო მეცნიერებები (2 საშტატო ერთეული)

 

ასოცირებული პროფესორი
 

  • საექთნო საქმის საფუძვლები (2 საშტატო ერთეული)
  • შინაგანი მედიცინისა და ქირურგიის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • დედათა, ახალშობილთა და გინეკოლოგიური პაციენტების საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ბავშვთა საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საზოგადოებრივი და თემის ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო კვლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო ლიდერობა, პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება (2 საშტატო ერთეული)
  • ბიოსამედიცინო მეცნიერებები (2 საშტატო ერთეული)

 

ასისტენტ-პროფესორი
 

  • საექთნო საქმის საფუძვლები (2 საშტატო ერთეული)
  • შინაგანი მედიცინისა და ქირურგიის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • დედათა, ახალშობილთა და გინეკოლოგიური პაციენტების საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ბავშვთა საექთნო მოვლა (1 საშტატო ერთეული)
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საზოგადოებრივი და თემის ჯანმრთელობის საექთნო საქმე (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო კვლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა (2 საშტატო ერთეული)
  • საექთნო ლიდერობა, პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება (2 საშტატო ერთეული)
  • ბიოსამედიცინო მეცნიერებები (2 საშტატო ერთეული)

 

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
 

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;


ასოცირებული პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
 

  • დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;


ასისტენტ-პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;

 

ასისტენტისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით: 
 

  • დოქტორანტი; 
  • სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობისგამოცდილება; 

 

დამატებითი მოთხოვნები კლინიკურ დისციპლინებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებისთვის: 


გამოცდილება: 
 

ა) პროფესორს: პედაგოგიური –  სულ მცირე 6 წელი, კლინიკური – სულ მცირე  ბოლო 9 წელი, 

ბ) ასოცირებულ პროფესორს:  პედაგოგიური – სულ მცირე, 3 წელი,  კლინიკური – სულ მცირე,  ბოლო 5  წელი, 

გ) ასისტენტ-პროფესორს:  კლინიკური – სულ მცირე,  ბოლო 3 წელი, 

დ) ასისტენტს - დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში

 

საექთნო საქმის ინგლისურენოვან პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ კრიტერიუმს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

 

  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე კლინიკური საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში; 
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; 
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

 

აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

პიროვნული თვისებები:
 

  • ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანი და მოტივირებული;
  • თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური და კონსტრუქციული
  • განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
  • კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი);
  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ბოლო 6 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 6 (ექვსი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები; 
  • სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

 

კონკურსის ეტაპები:

 

  • I ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
  • II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის ვადები:
 

  • კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 10 ნოემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2026 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 16-17 დეკემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: ­ 2026 წლის 18-21 დეკემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 22 დეკემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2026 წლის 23 დეკემბერი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2026 წლის 24 დეკემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2026 წლის 25 დეკემბერი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@alte.edu.ge    (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10.  ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტში.

 

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ „ალტე უნივერსიტეტს“.

„ალტე უნივერსიტეტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.