Flag 0Flag 1
logo

მაისი 27, 2025

გამოყენებითი კვლევების კონკურსი ალტე უნივერსიტეტში

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს გამოყენებითი კვლევების კონკურსს! 

 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი კვლევების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • ალტე უნივერსიტეტის აფილირებულ/მოწვეულ/აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აფილირებულ/მოწვეულ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს; 
  • ბიზნესის/ინოვაციების სექტორის წარმომადგენელს.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ტიპის გამოყენებითი კვლევა:

  •  კონცეფციის ან/და ინოვაციური იდეის შემუშავება; 
  •  საპილოტე კვლევა;
  •  დანერგვითი კვლევა.

 

კონკურსის ფარგლებში 3 ტიპის გამოყენებითი კვლევის დასაფინანსებლად გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი: 200 000 GEL.

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 23 ივნისი. 

 

განცხადებები მიიღება შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.kavalashvili@alte.edu..ge

 

*განაცხადის შემოსატანად საჭირო ფაილები იხილეთ ქვემოთ