ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ააიპ „სამართლებრივი აზროვნების აკადემია“ აბიტურიენტებს სთავაზობს პროექტს - „იმიტირებული გამოძიება“, სადაც მოსწავლეები შეძლებენ, თავად გამოიძიონ და ამოხსნან სამართლებრივი „ქეისი“.
„იმიტირებული გამოძიება“ - ეს არის ინტერაქციული პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას რეალურ სიტუაციაზე და თამაშზე დაფუძნებული მეთოდით.
პროექტი მოიცავს 2-დღიან ინტენსიურ კურსს, რომელიც თეორიულ ცოდნასა და რეალურ პრაქტიკას აერთიანებს:
- პირველ დღეს მონაწილეები გაეცნობიან გამოძიების არსს, ეტაპებსა და ისეთ მნიშვნელოვან მოქმედებებს, როგორიცაა: მოწმის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და მტკიცებულებების დალუქვა.
- მეორე დღე კი სრულად დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს, სადაც ყველა საგამოძიებო მოქმედებას ისინი თავად შეასრულებენ და სამართლებრივ „ქეისს“ დამოუკიდებლად გამოიძიებენ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- თარიღი: 6-7 თებერვალი (ჯამში - 12 საათი).
- ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტი
- პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს (30 აბიტურიენტი), რომლებიც სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან.
- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 იანვარი
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე

