Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 26, 2025

გაცვლითი პროგრამები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს 2025-2026 სასწავლო წლის ERASMUS+ საერთაშორისო მობილობაში. 
 

პარტნიორი უნივერსიტეტები და შეთავაზებები: 
 

1. პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი) 
 

Medical University of Plovdiv იწვევს ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში. შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩაატარონ მინიმუმ 8 საათი ლექცია-სემინარები კვირაში. მობილობა მოიცავს 5 სამუშაო დღეს + 2 მგზავრობის დღეს. 

  • ვაკანტური ადგილები: 2 
  • გრანტი: 309 EUR (მგზავრობა) + 740 EUR (განთავსება/ცხოვრების ხარჯები) 
  • შესაბამისი აკადემიური მიმართულებები: მედიცინა, სტომატოლოგია 
     

2. EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლატვია) 
 

EKA University of Applied Sciences 2026 წლის 20-24 აპრილს რიგაში International Academic Week 2026 ღონისძიებაზე იწვევს ალტე უნივერსიტეტის 3 აკადემიურ პერსონალს. ღონისძიება გულისხმობს თემატურ სემინარებს, ლექციებს, ვორქშოპებს, კულტურულ აქტივობებსა და networking შესაძლებლობებს. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ ჩაერთონ etECH2026 კონფერენციაში (22–23 აპრილი). 

  • შესაბამისი აკადემიური მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება; კომპიუტერული მეცნიერება; სამართალი. 
  • რეგისტრაციის საფასური: 150 EUR 
  • ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს: 
     
  • ვაკანტური ადგილები: ადმინისტრაციული პერსონალი - 4 და აკადემიური პერსონალი 3. 
  • გრანტი: 1,823 EUR (1,585 EUR ევროკავშირის დაფინანსება + 238 EUR ლატვიის მთავრობის თანადაფინანსება) სრული თანხა გაიცემა საჭირო დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ. 
     

3. ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი) 
 

University of Alicante იწვევს ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში. შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მასპინძელ უნივერსიტეტში ჩაატაროს მინიმუმ 8 საათი ლექცია-სემინარები კვირაში. მობილობა მოიცავს 5 სამუშაო დღეს + 2 მგზავრობის დღეს. Შერჩეული კანდიდატის მობილობა განხორციელდება 2026 წლის შემოდგომის სემეტრში.  

  • ვაკანტური ადგილები: 1 
  • შესაბამისი აკადემიური მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, მედიცინა. 

  

განაცხადის ფორმატი და შერჩევის პროცესი 
 

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს შიდა რეგისტრაცია ალტე უნივერსიტეტში და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ინგლისურად, PDF ფორმატში): 

  • რეზიუმე (CV) 
  • ლექციების/სემინარების თემატიკა და მოკლე აღწერა (მაქს. 2 გვერდი) 
  • დეკანის ან შესაბამისი დეპარტამენტის თანხმობა 
  • პასპორტის ასლი 
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინ. B2 – CEFR): დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ენობრივი კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, გასაუბრებით ან ალტერნატიული ცნობით. 
     

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 

მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა პროფესიული პროფილი შესაბამისობაში იქნება პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნებთან, მიიღებენ ოფიციალურ მოწვევას მასპინძელი უნივერსიტეტიდან. 
 

შეფასების კრიტერიუმები
 

  • მოტივაცია – 30 ქულა (დადასტურდება გასაუბრებით); 
  • რეზიუმე – 20 ქულა; 
  • რეკომენდაცია – 20 ქულა; 
  • ენობრივი კომპეტენცია – 20 ქულა; 
  • ექსტრაკურიკულური/მოხალისეობრივი გამოცდილება – 10 ქულა. 
     

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მასპინძელი უნივერსიტეტი. 
 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 დეკემბერი, 2025 წელი. 
 

გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ ერასმუს+ პროგრამები ინკლუზიურია და აძლევს შესაძლებლობებს ყველა სტუდენტსა და პერსონალის წევრს, მიუხედავად მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ბექგრაუნდისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შერჩევის პროცესში, აკრძალულია ნებისმიერი დისკრიმინაცია რაიმე წინაპირობის საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, გენეტიკური მახასიათებლები, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა აზრი, ეროვნული უმცირესობის წევრობა, დაბადების ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი ან სექსუალური ორიენტაცია. 
 

რეგისტრაციისთვისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international@alte.edu.ge 

გაცვლითი პროგრამები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის