ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს Erasmus+ Blended Intensive Programme – BIP-ში მონაწილეობისათვის, Algebra Bernays University-ში (ზაგრები, ხორვატია).
მოკლევადიანი Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა აერთიანებს ონლაინ და ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტებს სთავაზობს ინფორმაციული უსაფრთხოების, ალგორითმების, ქსელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძვლების სიღრმისეულ და კონცეპტუალურ გაცნობას.
სწავლების პროცესში სტუდენტები იმუშავებენ კონცეპტუალურ და ვიზუალურ მოდელებზე, სცენარებზე დაფუძნებულ სიმულაციებზე და გუნდურ ამოცანებზე, რაც მათ დაეხმარება გააანალიზონ და გააცნობიერონ უსაფრთხო ციფრული სისტემების ძირითადი ალგორითმები, პროტოკოლები და დაცვის მექანიზმები.
სტუდენტები ისწავლიან:
• უსაფრთხო და ალგორითმული აზროვნების საფუძვლებს
• ინფორმაციისა და ქსელების მუშაობის ლოგიკას
• თანამედროვე უსაფრთხო სისტემების სტრუქტურულ პრინციპებს
• გუნდურ და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მუშაობას
• თეორიული ცოდნის პრაქტიკულ და კონცეპტუალურ გამოყენებას
პროგრამის სახელწოდება: Secure Thinking, Algorithms, Networks and the Mind Behind the Machine
კრედიტები: 3 ECTS
ვირტუალური კომპონენტი: 13–17 აპრილი, 2026 (ონლაინ, MS Teams პლატფორმის საშუალებით)
ფიზიკური მობილობა ზაგრებში: 4–8 მაისი, 2026
ალტე უნივერსიტეტიდან მონაწილეთა რაოდენობა: 2 სტუდენტი
Erasmus+ ფინანსური მხარდაჭერა:
- მგზავრობის მხარდაჭერა: €395
- პირადი მხარდაჭერა: €553
- დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის: €100 (სულ €653)
ჯამში, €948 ან €1,048 ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის.
გრანტი განკუთვნილია ზაგრებში ფიზიკური მობილობის პერიოდში საცხოვრებელი, კვებისა და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად.
გრანტის 70% გაიცემა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ხოლო დარჩენილი 30% - მობილობის დასრულებისა და EU Survey-ის შევსების შემდეგ.
ინკლუზიური მხარდაჭერა:
ყველა სტუდენტს შეუძლია განაცხადის შევსება, თუმცა, პრიორიტეტი - გაზრდილი დაფინანსებით, - მიენიჭებათ ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს (დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტები, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის ან მიგრანტის სტატუსის მქონე სტუდენტები, სტუდენტები ფიზიკური, ფსიქიკური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი გარემოებებით, რომ მობილობის აქტივობაში მონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი ფინანსური ან დამატებითი მხარდაჭერის გარეშე).
მონაწილეობის კრიტერიუმები
განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ალტე უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც:
- სწავლობს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე;
- დასრულებული აქვს მინიმუმ ერთი სემესტრი;
- აქვს მინიმუმ 2.5 GPA მაჩვენებელი;
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე (CEFR), რაც დასტურდება შემდეგიდან ერთით მაინც:
- საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Duolingo და სხვა); ან
- ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსის დასრულება (მინ. B1.2 დონე); ან
- მინიმუმ 20 ECTS კრედიტი ინგლისურენოვან კურსებზე; ან
- ალტე უნივერსიტეტის შიდა ტესტის ჩაბარება ინგლისურ ენაში.
საჭირო დოკუმენტები
- CV / რეზიუმე
- სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი) - მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, მოსალოდნელი შედეგები და როგორ ერგება ეს გამოცდილება თქვენს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს
- ნიშნების ფურცელი (Transcript of Records)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ზემოთ)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- ერთი რეკომენდატორის სახელი (ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან, რომლის კურსიც გავლილი გაქვთ)
ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ერთიან zip პაკეტად შეკრული PDF ფაილების სახით, შემდეგ მისამართზე: international@alte.edu.ge, სათაურის ველში მითითებული ტექსტით: „AB Spring BIP Application “.
განაცხადის გამოგზავნის დედლაინი: 2026 წლის 2 თებერვალი
შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 100 ქულა): აკადემიური მოსწრება – 25 ქულა; რეზიუმე – 15 ქულა; მოტივაცია – 10 ქულა; რეკომენდაცია – 10 ქულა; ენის კომპეტენცია – 20 ქულა; გასაუბრება – 20 ქულა.
Erasmus+ პროგრამები ინკლუზიურია და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისთვის მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. შერჩევის პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

