ნოემბერი 25, 2024
დროის ეფექტურად მართვა და დაგეგმვა
ალტე უნივერსიტეტში გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლი ფარგლებში ჩატარდა პირველი ვორკშოპი თემაზე: „დროის ეფექტურად მართვა და დაგეგმვა”. ვორკშოპზე, მცირე თეორიულ მასალასთან ერთად, სტუდენტებმა შეისწავლეს ტექნიკები, რაც მათ დაეხმარებათ სამუშაო, სასწავლო, საგამოცდო თუ პირადი დროის ეფექტურად მართვასა და დაგეგმვაში.
ვორკშოპი ჩაატარა სერტიფიცირებულმა კარიერის კონსულტანტმა - მარიამ ედიბერიძემ, რომელიც ამავდროულად ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი და ქოუჩი, არტ-თერაპიის კონსულტანტი და რბილი უნარების ტრენერია.







