101056657 (Erasmus+ Blueprint for Sectoral Cooperation on Skills)
2022-2025+
ალტე უნივერსიტეტი erasmus+ ოთხწლიანი ტრანსნაციონალური პროექტის, ARISA (Artificial Intelligence Skills Alliance)-ს ასოცირებული პარტნიორია. პროექტის მიზანია დასაქმებულების, სამუშაოს მაძიებლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ლიდერების, ასევე პოლიტიკის შემმუშავებლების ხელოვნური ინტელექტის სფეროში უნარების გაუმჯობესება და გადამზადება, რაც ხელს შეუწყობს ევროპაში ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნას. პროექტი ემსახურება AI-ის სფეროში არსებული უნარების დეფიციტის შემცირებას და ახალი თაობის ცოდნისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.
პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები მოიცავს:
- 2022–2023 – საჭიროებების ანალიზი და ევროპის AI უნარების სტრატეგიის შექმნა;
- 2023–2024 – AI უნარების სასწავლო პროგრამებისა და სერტიფიკაციის ჩარჩოს შემუშავება;
- 2024–2025+ – სასწავლო კურსების საპილოტე განხორციელება და პროექტის შედეგების ინტეგრირება.
ARISA აერთიანებს წამყვან ICT ორგანიზაციებს, განათლებისა და ტრენინგის პროვაიდერებს, სერტიფიცირების ორგანოებსა და ინდუსტრიის ფართო სპექტრის წარმომადგენლებს. ალტე უნივერსიტეტი ამ პროცესში მონაწილეობს და ხელს უწყობს ინკლუზიური, ინოვაციური და მომავლისთვის მზადყოფნაზე ორიენტირებული განათლების განვითარებას.
