Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

მაისი 27, 2026

Arduino კვირეული ალტე უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

ალტე უნივერსიტეტში ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ოთხდღიანი პრაქტიკული Arduino კვირეული გაიმართა.

 

პროექტის მთავარი მიზანი მონაწილეებისთვის Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლების გაცნობა, ასევე სკოლის მოსწავლეებში „Open-Source“ ტექნოლოგიებისა და რესურსების პოპულარიზაცია იყო.

 

ინიციატივა ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტების - საბა გვარამაძისა და ლევან ომაძის მენტორობით განხორციელდა, ხოლო კვირეულს უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი გიორგი გრიგოლია ხელმძღვანელობდა.

 

კვირეულის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობასა და დავალებაში. მოსწავლეებმა შეისწავლეს Arduino IDE-ს გამოყენება, კოდირების საფუძვლები, სენსორებთან მუშაობა და მულტიმეტრის გამოყენების პრინციპები.

 

მიღებული თეორიული ცოდნა მონაწილეებმა რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში გამოიყენეს, რისთვისაც ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის რესურსებით ისარგებლეს.

 

პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს STEM განათლების პოპულარიზაციაში, ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და ტექნოლოგიური მიმართულებების მიმართ ინტერესის გაძლიერებაში.

arduino-kvireuli-alte-universitetshi-tsarmatebit-dasruldaarduino-kvireuli-alte-universitetshi-tsarmatebit-dasrulda