Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 12, 2025

ალტე უნივერსიტეტსა The University of Gdańsk შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ალტე უნივერსიტეტსა და პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან საჯარო კვლევით უნივერსიტეტს - The University of Gdańsk შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 


მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობის მრავალ მიმართულებას, მათ შორის: სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების გაცვლით პროექტებში ჩართვას, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას, საზაფხულო სკოლებისა და ენის კურსების შემუშავებას, კვლევით პროექტების ორგანიზებას და სხვა. 


The University of Gdańsk წარმოადგენს პოლონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე ძლიერ საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის კვლევითი საქმიანობით, ინოვაციური აკადემიური პროგრამებითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სისტემით.

ალტე უნივერსიტეტსა The University of Gdańsk შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.