Flag 0Flag 1
logo

მაისი 15, 2025

ალტე უნივერსიტეტსა და One Point - HR Outsourcing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტსა და HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტები შეძლებენ გაწევრიანდნენ One Point-ის ტალანტების ბაზაში და გახდნენ პოტენციური კანდიდატები სხვადასხვა პერსპექტიულ სამუშაო პოზიციაზე.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეხვედრების სერიის One Point Meet Ups ფარგლებში, გაიმართა პირველი ღონისძიება თემაზე – „AI და კარიერული განვითარება“.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები HR პროფესიონალებისგან, გაეცნენ თანამედროვე  რეკრუტინგის ტენდენციებს და ისწავლეს, როგორ მოერგონ შრომის ბაზრის ცვლილებებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

ალტე უნივერსიტეტსა და One Point - HR Outsourcing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა