ალტე უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში, სტუდენტური გამოცდილების მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს GMT Hospitality-ის წარმომადგენელი შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ კომპანიის საქმიანობას, კორპორაციულ კულტურასა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის სპეციფიკას. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნენ კომპანიის რეკრუტირების სისტემასა და თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ძირითად ეტაპებს.
GMT Hospitality-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გაუზიარეს ინდუსტრიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, ისაუბრეს კარიერული განვითარების გზებსა და წარმატების ისტორიებზე, რაც მონაწილეებს დაეხმარა სფეროს უკეთ გააზრებასა და პროფესიული პერსპექტივების შეფასებაში.
ვიზიტის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტსა და GMT Hospitality-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებასა და სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო და კარიერული შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.
ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას წამყვან დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები. GMT Hospitality-სთან პარტნიორობის ფარგლებში კი მომავალშიც განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტების კარიერული ზრდისა და შრომის ბაზრისთვის ეფექტიანად მომზადების ხელშეწყობას მოემსახურება.



